აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების კონკურსის შედეგები

27 აპრილი, 2015

დასრულდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“  პროგრამის  ფარგლებში გამოცხადებული მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების დაფინანსების კონკურსი და გამოვლინდა შემდეგი გამარჯვებული პროექტები:

მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტები:
„მსხვერპლშეწირვა“ - რეჟისორი გია დიასამიძე - დაფინანსების ოდენობა-9 912ლარი
„ანდრო“ - რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი - დაფინანსების ოდენობა-10 000 ლარი

დოკუმენტური ფილმის პროექტი:
„ჯარა“ - რეჟისორი ნიკოლოზ წიკლაური - დაფინანსების ოდენობა- 15 088 ლარი

იმ პროექტების ავტორებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ გამარჯვებულებს შორის, მადლობას ვუხდით მონაწილეობისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს ისევ მიიღებენ მონაწილეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“  პროგრამის  ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები