აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმში ანბანის კოშკი გაიხსნა

21 ივნისი, 2016

 

ბათუმში ანბანის კოშკი ოფიციალურად გაიხსნა. 130 მეტრ სიმაღლის ორიგინალური შენობიდან ბათუმის პანორამული ხედების ნახვა სტუმრებს დღეიდან შეუძლიათ.  ამ ეტაპზე შენობაში საინფორმაციო-ტურისტული ზონა და ღია ტერასა მოქმედებს, წლის ბოლომდე ეტაპოპრივად კი პანორამული რესტორანი და სხვა დამატებითი სივრცეები ამოქმედდება.

საინფორმაციო-ტურისტული ზონა ბათუმის პანორამული ხედებით კოშკის მწვერვალზე მდებარეო. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც  საშუალებას იძლევა ონლაინ გიდის მეშვეობით სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და მის ღირშესანიშნაობების შესახებ.

საინფორმაციო სივრცის ქვედა დონეზე წლის ბოლომდე გაიხსნება კომფორტული პანორამული რესტორანი აზიურ-ევროპული სამზარეულოთი. რესტორანი 360 გრადუსით იტრიალებს, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს ბათუმის ხედებით ისიამოვნონ.  კოშკში  საკონფერენციო დარბაზი და VIP ოთახებიც გაიხსნება.

კოშკის პირველ დონეზე არსებული ღია ტერასა, სადაც ყოველდღიურად მრავალფეროვანი  გასართობი პროგრამაა დაგეგმილი სტუმრებს ყოველდღიურად მოემსახურება.

ანბანის კოშკის მშენებლობა ბათუმში 2011 წელს დასრულდა. მისი პროექტი ესპანელ არქიტექტორ ალბერტო დომინგო კაბოს ეკუთვნის. ანბანის 33 ასოთი გარშემორტყმული თანამედროვე ნაგებობა დნმ-ის უჯრედის მსგავს არქიტექტურას წარმოადგენს. მასში გადაადგილება მხოლოდ შემინულ პანორამული კონსტრუქციის ლიფტებითაა შესაძლებელი. შენობა 2015 წლის 9 ივნისს დადებული ხელშეკრულებით, 20 წლის ვადით  კომპანია Boost Spain S.I -ს დროებით სარგებლობაში გადაეცა.  


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები