აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება

27 აგვისტო, 2020

აჭარაში, ჭვანის ხეობის ტურისტულ განვითარებაზე მუშაობა გრძელდება. ამ ეტაპზე, კონკურსი პროექტის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზეა გამოცხადებული. უკვე მზადაა ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევა და ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა. ჭვანაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმის მიხედვით ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან  წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს. საფესტივალი სივრცე, ტურისტული ბილიკები, თავშესაფრები, ვიზიტორთა ცენტრი და გასართობი ატრაქციები ბუნებაში - მცირე ჩამონათვალია იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლის განხორციელებაც ხეობაში იგეგმება. კონკურსი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 279 000 ლარზე გამოცხადა.

 

ჭვანს ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს.  ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილია, სადაც ტურისტებს გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა საშუალება აქვთ ადგილობრივი კერძები, თაფლი და ხილი დააგემოვნონ. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ გამორჩეული კი ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები