აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სტუდენტთა დახმარება

09 თებერვალი, 2021

 პროგრამის მიზანი

სტუდენტთა დახმარების პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

პროგრამის სტატისტიკა:

პროგრამას სამინისტრო ახორციელებს 2012 წლიდან:

2012 წელს დაფინანსდა 272 სტუდენტი -გაიხარჯა 249125 ლარი;

2013 წელს დაფინანსდა 685 სტუდენტი -გაიხარჯა 663962.50 ლარი;

2014 წელს დაფინანსდა 787 სტუდენტი -გაიხარჯა 771345 ლარი;

2015 წელს დაფინანსდა 920 სტუდენტი -გაიხარჯა 923349.77 ლარი;

2016 წელს დაფინანსდა 903 სტუდენტი -გაიხარჯა 919358,84 ლარი;

2017 წელს დაფინანსდა 789 სტუდენტი -გაიხარჯა 819875 ლარი;

2018 წელს დაფინანსდა 899 სტუდენტი -გაიხარჯა 962181.75 ლარი;

2019 წელს დაფინანსდა  891 სტუდენტი-გაიხარჯა 950422.03 ლარი.

2020 წელს დაფინანსდა 927 სტუდენტი - გაიხარჯა 755764 ლარი.


სულ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2012-2020 წლებში დაფინანსდა 7073 სტუდენტი და გაიხარჯა 7015383,89  ლარი.

 

2021 წელს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 900 სტუდენტის დაფინანსება, ბიუჯეტი შეადგენს 1000000 ლარს.

 

პროგრამის აღწერილობა:

2021 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდება 2015, 2016, 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში  სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, რომლებიც გადალახავენ პროგრამით გათვალისწინებულ ბარიერს (სემესტრში საშუალო აკადემიური მოსწრება -71%) და 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის  სემესტრში გავლილ  საგნებში არ ექნებათ F შეფასება.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ ის სტუდენტებიც, რომლებმაც 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოიპოვეს დაფინანსების უფლება, მაგრამ ალტერნატიული დაფინანსება მიიღეს 2020 წლის 4 მაისის საქართველოს მთავრობის №286 დადგენილებაახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებდანართი N3 „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობებიფარგლებში.


2021 წელს ახალი სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსი  ორ ეტაპად გაიმართება.


კონკურსის პირველ ეტაპზე - პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების  მოპოვება  შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო   საგანმანათლებლო პროგრამებზე.

კონკურსის მეორე ეტაპზე - პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების  მოპოვება  შეუძლიათ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო   საგანმანათლებლო პროგრამებზე.

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში არ ხდება სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვა.


სტუდენტთა კატეგორიები

სტუდენტთა დახმარების პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო   საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ  კატეგორიას:

  • სტუდენტები, რომლებიც არიან  მაღალმთიანი აჭარიდან  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ   და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს მთავრობის N671 დადგენილებით განსაზღვრულ სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

  • სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან  უდედმამო  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

  • სტუდენტები, რომლებიც არიან  მრავალშვილიანი ოჯახის  ოთხი და მეტი შვილით წევრები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

  • სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); 
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე  არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

  • სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში). 

დაინტერესებულ პირებს განცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრუნული ან მატერიალური ფორმით.


  • ელექტრონული რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული - https://bit.ly/2YPkDnv.
  • მატერიალური რეგისტრაციისთვის მიმართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4.

 

პირველი ეტაპი: 2021 წლის  11 თებერვლიდან  19 მარტის  ჩათვლით  (18:00 საათამდე).

 

მეორე ეტაპი: 2021 წლის  2 აგვისტოდან  31 აგვისტოს ჩათვლით.



დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 52 03 14 - მარინა პაქსაძე

ელ-ფოსტა: st.dakhmareba@gmail.com

Facebook: განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

 

 


კალენდარი

<<
<აპრილი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
132930311234
14567891011
1512131415161718
1619202122232425
17262728293012
183456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები