ვერ იპოვეთ თქვენს კითხვაზე პასუხი? დასვით თქვენი კითხვა

ხშირად დასმული კითხვები

სოციალურ სახლში შესასახლებელი ბენეფიციარების იდენტიფიცირება ერთპიროვნულად არ ხდება. საკითხს სიღრმისეულად სწავლობს სპეციალური შერეული სამთავრობო კომისია, რომელიც შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლენს იმ ბენეფიციარებს, რომელთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება აუცილებელია. ვინაიდან ბენეფიციართა რიცხვი დიდია და იგი აერთიანებს ძირითადად გარემოს ზემოქმედებით უსახლკაროდ დარჩენილთა გარკვეულ კატეგორიას, უკიდურესად გაჭირვებულ ფენას, მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმების დაცვა და ბენეფიციართა კატეგორიზაცია კომისიის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა და განსაზღვრავს ინიციატივის სამართლიანობის ხარისხს.
მთავრობის სხდომები დახურულია, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლოა სხდომა გასაჯაროვდეს მედიისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის. მთავრობა ანგარიშვალდებულია საკუთარი ხალხის წინაშე. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები და დადგენილებებიც საჯაროა. საჯარო ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის სხვადასხვა დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე, ანდა მსურველს შეუძლია გამოითხოვოს იგი ოფიციალური განცხადებით.
საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთათვის საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე www.hr.gov.ge განთავსებულია ინფორმაცია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ საჯარო სამსახურში არსებულ ყველა ვაკანისას. ნებისმიერ ამ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება ხორციელდება ელექტრონულად, რაც მთლიან პროცესს უფრო მეტ გამჭვირვალობას და ეფექტურობას ანიჭებს. გარდა ამისა გამოცხადებული კონკურსის შესახებ გადაწყვეტილება იდება მთავრობის ერთიან პორტალზე, სადაც განთავსებულია ყველა სამინისტროს ბმულები.
აჭარის მთავრობის წევრთა მონაცემები, ინფორმაცია ხელფასებისა და პრემიების შესახებ ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია მთავრობის ვებგვერდზე www.ajara.gov, ასევე დეკლარაციები - საჯარო რეესტრის გვერდზე www.ares.ge, სახალხო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჯარო სამსახურის ბიურომ ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახადა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები. დეკლარაციები განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
ინფორმაცია სახსრების განკარგვისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ შეგიძლიათ მოიპოვოთ აჭარის მთავრობის ელექტრონულ გვერდზე გადადით ბმულზე:ფინანსები და ეკონომიკა http://www.mofea.ge
აჭარის ა/რ მთავრობას უფლებამოსილება უწყდება 1. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტისას,2. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე 3. როდესაც უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი აჭარის ა/რ მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს და 4. თუკი საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობას გადააყენებს საქართველოს კონსტიტუციური კანონით დადგენილ შემთხვევებში.
მთავრობის აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის სფეროები განსაზღვრულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულებით. (დებულების შესაბამისი ამონარიდია მისაბმელი)
აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განსაზღვრულია აჭარის ა/რ კანონით “აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესის შესახებ”. გარდა ამისა, მთავრობის აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულებით.
აჭარის ა/რ მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ა/რ მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობას მთავრობის თავმჯდომარე შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დანიშვნიდან 10 დღის ვადაში წარუდგენს აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად. მთავრობის შემადგელობა დამტკიცებულად ჩაითვლება, თუკი მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. (საბჭოს წევრთა ოდენობა უნდა იყოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი)
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა დარეგულირებულია აჭარის ა/რ კონსტიტუციით. საქართველოს პრეზიდენტი ახალარჩეულ აჭარის უმაღლეს საბჭოს, მისი უფლებამოსილებიდან 10 დღის ვადაში წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. თავმჯდომარის კანდიდატურა დამტკიცებულად ითვლება, თუკი მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
სოფლებში არსებული პრობლემების აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა გადახვიდეთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ელექტრონულ გვერდზე, ან აჭარის მთავრობის ვებგვერდზე, სადაც აუცილებლად იპოვით ელექტრონული ფოსტის ბმულს. ბმულის გახსნის შემთხვევაში ნახავთ შესაბამის ბლანკს, სადაც მითითებული იქნება შევსების წესი. ბლანკში თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის შეტანის შემდეგ გაგზავნით მითითებულ მისამართზე ელექტრონული ფოსტით და შესაბამის ვადაში მიიღებთ კომპეტენტურ პასუხს დასმულ შეკითხვაზე.
მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ, ან მიმართოთ წერილობით შესაბამის უწყებას ელექტრონული ფოსტით, ან შესაბამისი ბმულით გადახვიდეთ უწყების ვებ გვერდზე პროექტების ბმულზე. (ალბატ აქ საჭიროა ლინკების მითითება სამინისტროებისაც და მთავრობისაც ცალკ-ლალკე.)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში: ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას; ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებასა და სტრუქტურას; გ) ამტკიცებს მთავრობის აპარატის დებულებას, სტრუქტურას; დ) ქმნის სათათბირო ორგანოებს და ამტკიცებს მათ დებულებებს; ე) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივი აქტები; ვ) შეიმუშავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ ანგარიშს; თ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, აგრეთვე კულტურისა და სამეცნიერო დაწესებულებების მართვას, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების მოვლა-პატრონობას; კ) მონაწილეობას ღებულობს ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის საკითხების გადაწყვეტაში, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ლ) უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-პატრონობისა და სხვა კომუნიკაციების განვითარების ხელშეწყობას; მ) ხელს უწყობს ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობასა და ურბანულ განვითარებას; ნ) ქმნის სათანადო პირობებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტურიზმისა და სპორტის განვითარებისათვის; ო) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მართვას, სურსათისა და სხვა საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე; პ) ახორციელებს “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია მოიცავს 2 900 კმ², მას სამხრეთით ესასზღვრება თურქეთის რესპუბლიკა.
აჭარაში ბოლო საყოველთაო აღწერის მონაცემებით 383 000 (2009 წ) ადამიანი ცხოვრობს. ამჟამად მიმდინარეობს საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი პერიოდი, საბოლოო შედეგები 2016 წელს დაიდება.
პასუხი:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები.
აჭარა არის საქართველოს რეგიონი, რომელსაც გააჩნია თავისი უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო. რეგიონს გააჩნია 4 სამინისტრო: განათლების, კულტურისა და სპორტის; ფინანსტა და ეკონომიკის; სოფლის მეურნეობის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.ასევე 4 საქვეუწყებო დაწესებულება;სარქივო სამმართელო, გარემოს დაცვის სამმართველო, გზების დეპარტამენტი, ტურიზმის დეპარტამენტი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების საფუძველზე შექმნილი აჭარის კონსტიტუციის დაცვით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ხელისუფლების ორგანოების შექმნა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ტერიტორიული ერთეული, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
მოქალაქეთა ჩართულობის გაადვილების მიზნით.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები