აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გიორგი სურმანიძემ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა

12 ოქტომბერი, 2020

ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები შპს შპს ქართული მანდარინი და შპს ,,აქტივების მართვის ქართული ინდუსტრიული ჯგუფი’’ მოინახულა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

შპს ,, ქართული მანდარინი’’ მიმდინარე წლის სეზონზე გეგმავს 1000 - ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღებას, რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანას, შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი საიდანაც დამზადდება წვენი. დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე რეალიზაცია.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ციტრუსის ხარისხის გათვალისწინებით, 2020 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება. ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული კულტურა, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული აჭარის მოსახლეობის შემოსავლები და მათი ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, აჭარაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უნდა აღინიშნოს, გვაქვს ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირ კავშირშია ფასებთან. კარგი შედეგები გვაქვს ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. სამინისტროს გათვალისწინებული აქვს სუბსიდირება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა. ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ მოსახლეობას ჩაბარების პრობლემა არ შეექმნას. საწარმოები სრულ მზადყოფნაშია, რომ მანდარინის დაბინავების პროცესმა რიგების გარეშე ჩაიაროოს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55