აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მთავრობის სხდომა

31 ივლისი, 2020

დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში თორნიკე რიჟვაძემ გააჟღერა მნიშვნელოვანი ცვლილება, კერძოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე კი დღეიდან ოფიციალურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში.

,,აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა წარადგინა ოთხი წლის შემაჯამებელი ანგარიში. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვო ძალიან დიდ გამოწვევაში. დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ნდობით შეძლებს გახდეს ქობულეთის მაჟორიტარი. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კოვიდ 19-თან ბრძოლის პერიოდში. არის გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული ეპიდემიოლოგი. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ჩვენი გუნდისთვის. ორმაგად მისასალმებელია, რომ ქალბატონების რიცხვი იზრდება მთავრობის შემადგენლობაში“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

სხდომაზე წარადგინეს ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში. პოსტკრიზისული პერიოდი აისახა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც, თუმცა მიუხედავად ამისა არცერთი მუნიციპალური პროექტი არ გაჩერებულა. ბათუმის ბიუჯეტი კი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება.

მთავრობის მხრიდან ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში განიხილეს ე.წ ,,ხოფას'' ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი. პანდემიის საწყის პერიოდში მოიჯარეები, პირველ ეტაპზე, საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოიჯარეები დამატებით 5 თვით ძირითადი საიჯარო ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომისიური წესით დაასრულა შესწავლა და შეირჩა 18 ფერმერი, რომელთაც 1 მლნ ლარის მოცულობის პროექტები დაუფინანსდებათ. პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება - მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის („start-up“) დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55