აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკო

08 აგვისტო, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგო.

სამინისტროს წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბათუმის მერთან, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან, ასევე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

,,ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა. ეს ბრძოლა უნდა იყოს თანამიმდევრული, პრაგმატული და ყველა ერთად შევძლებთ დავძლიოთ მთავარი გამოწვევა, რასაც ჰქვია ოკუპაცია“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55