აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თხილის მოსავლის აღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

19 აგვისტო, 2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ და მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.

,,თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. მეთხილე ფერმერები ღებულობენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც იმის გარანტიაა, რომ გაიზარდოს ინტერესი, ფერმერმა მოიყვანოს მაღალხარისხიანი პროდუქცია, იზრუნოს მოსავლიანობის ზრდაზე და იყოს წარმატებული“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მეთხილეობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად და დარგის შესაძლებლობების გასაძლიერებლად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2500 ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატი თანადაფინანსების პრინციპით გადასცა მეთხილე ფერმერებს. ასევე 2000 ჰა ფართობზე ჩატარდა აგრარული ექსტენცია.

წელს აჭარში 5 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55