აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მოსავლის დაზღვევა აგროსექტორში დასაქმებულთათვის

14 სექტემბერი, 2020

აგროდაზღვევის პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო".

დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ 8 სადაზღვევო კომპანიაში:

• ალდაგი

• ჯი პი აი ჰოლდინგი

• სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია

• არდი

• ალფა

• თიბისი დაზღვევა

• ნიუ ვიჟენ დაზღვევა

• საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს:

• სეტყვა

• წყალდიდობა

• ქარიშხალი

• საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის)

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა -მდე მიწისნაკვეთი,ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებისთვის).

დამზღვევი ან/და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რეგისტრირებული უნდა იყოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55