აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სიახლეები

  • გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში საგანმანათლებლო პროექტის ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა’’ ფარგლებში შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ა(ა)იპ დღის ცენტრის ,,იალქანი’’ ბენეფიციარები და ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასში და მოხატეს ქოლგები მსოფლიო მემკვიდრეობაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქართული ნიმუშებით. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე და კულ
    სრულად...
  • ქ. ბათუმის #3 საჯარო სკოლაში უსინათლო და სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა „წარსულიდან დღემდე“ გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კულტურულ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქ. ბათუმის #3 საჯარო სკოლაში მეორე წელია ხორციელდება პროექტი ,, არტ თერაპია’’ . 2015 წელს პირველად აჭარაში დაინერგა უსინათლო მოსწავლეთა სწავლება ბათუმის N3 საჯარო სკოლაში. ისინი ინტეგრირებული
    სრულად...
  • 2018 წლის 12 დეკემბერს, 16:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში საგანმანათლებლო პროექტის ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა’’ ფარგლებში ჩატარდება შემეცნებითი აქტივობა, რომელშიც ჩართულნი არიან ააიპ დღის ცენტრ ,,იალქანის’’ ბენეფიციარები და ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რაობასა დ
    სრულად...
  • 2018 წლის სასკოლო კლუბების ინიციატივების ფარგლებში სულ დაფინანსდა 17 სასკოლო კლუბის ინიციატივა. მათ შორისაა სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კლუბი „ნივთიერება“. სამინისტროსგან მიღებული დაფინანსებით კლუბის წევრებმა შეიძინეს მინი ლაბორატორია, რომლის გამოყენებითაც პროექტით დაგეგმილი აქტივობების შესრულება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა. „ქიმიის სწავლების დროს ლაბორატორიული ცდების ჩატარება უმნიშვნელოვანესი პროცესია. მინი ლაბორატორიის გამოყენებით უ
    სრულად...
  • 2018 წლის 8, 9, 10 და 11 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისური ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობდა აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების 640 მოსწავლე. სულ გამოვლინდა 30 გამარჯვებული - პირველ მეორე და მესამე ადგილის მფლობელი.
    სრულად...
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ბაგრატ მანველიძე და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ძენწმანის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. მიმდინარე წლის 3-7 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში იმართება აშშ-ის ევროპული სარდლობის კონფერენცია ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის საკითხების, მათ შორის სამომავლო პროექტების განსახილველად. კონფერენცია ასევე, ითვალისწინებდა ძენწმანის სკოლის დათვალიერებას. 2017 წელს აჭარის გან
    სრულად...
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე 2019 წელს დაგეგმილი ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების ძირითადი საკითხები განიხილეს და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშვებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ: დარიუშ კოსინსკი (Dariusz Kosinski) ვარშავის (პოლონეთი) ნატიფ ხელოვნებათა უნივერსიტეტის დეკანი, კრიტიკოსი, იაცეკ გლომბი (
    სრულად...
  • 2018 წლის 7 დეკემბერს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“. ლექციაზე საუბარი შეეხება გასული საუკუნის ტოტალიტარული სისტემების კომუნისტური საბჭოეთისა და ფაშისტური გერმანიის პირობებში ხელოვნების მდგომარეობის პოლიტიკურ და ესთეტიკუ
    სრულად...
  • 2018 წლის 17 ნოემბერს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლაში გაიმართა სახვითი ხელოვნების კონკურსის მეორე ტური. კონკურსი ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში. პირველი კატეგორიის V-VI კლასის მოსწავლეებმა ადგილზე შეასრულეს „ჩემი საყვარელი ცხოველები“, მეორე კატეგორიის VII-IX კლასის მოსწავლეებმა „მოგზაურობის“ ამსახველი ფერწერული ნამუშევრები. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდა 3 - 3 გამარჯვებული. სამინისტრო გამარჯვებულებს დააჯილდოებს დიპლომები
    სრულად...
  • დღეს, ბათუმის N26 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე , აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაესწრნენ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სკოლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბა
    სრულად...

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები