გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!
05 ოქტომბერი, 2020
მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. წარმატებული ქვეყნის საწინდარი განათლებული მომავალი თაობაა, რაც მასწავლებლების უდიდეს ძალისხმევასა და მუხლჩაუხრელ შრომასთანაა დაკავშირებული.ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ყოველთვის დგახართ ჩვენი ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ახლა, პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში. ამ ურთულეს გამოწვევას პასუხობთ გაათმაგებული შრომით, პასუხისმგებლობითა და სიყვარულით.გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით ფასდაუდებელი საქმიანობისთვის!გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლასა და კიდევ არაერთი წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას!
იხილეთ გალერეა