აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

06 ოქტომბერი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე მოადგილეებთან ერთად, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა და აღნიშნული საწარმოების ჩართულობა და მზადყოფნა ციტრუსის დამზადების პროცესში.

შეხვედრაზე განხილული იქნა ციტრუსის დამზადების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების საკითხები. ასევე, ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნებსა და რეგიონში მოქმედ შემფუთავ საწარმოებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხი.

 ,,მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი შეადგენს სავარაუდოდ 35-40 ათას ტონას. არასტანდარტული მანდარინის პრობლემა მოხსნილია, იმდენად რამდენადაც არსებული საწარმოების სიმძლავრე შეუფერხებლად მიიღებს და გადამუშავებს არასტანდარტულ მანდარინს. რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის სეზონზე იმოქმედებს 30–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 20000 ტონას. ასევე მოხდება პოლიეთილენის ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. საექსპორტოდ განკუთვნილ ტარა მასალას ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 20 000 ტონის გადატვირთვის უზრუნველყოფა. ციტრუსის ნაყოფის დროებით შენახვის აუცილებლობის შემთხვევაში რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით, შესაძლებელია 3 000 ტონა ციტრუსის შენახვა’’. - განაცხადა შეხვედრისას მინისტრმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55