აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გიორგი სურმანიძე ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

07 ოქტომბერი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე მოადგილეებთან ერთად სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.

,,ჩემთვის კარგად არის ცნობილი ლაბორატორიის განვითარების შედეგები ბოლო პერიოდის განმავლობაში. სასიამოვნოა ასეთ კოლექტივთან მუშაობის გაგრძელება. რეგიონში არსებული მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად ლაბორატორიის საქმიანობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ლაბორატორია როგორც მოკლევადიან სწრაფ საჭიროებებს პასუხობდეს, ასევე მისი განვითარების თითეული ნაბიჯი ემთხვევოდეს საქართველოს გეგმებს ევროკავშირისაკენ’’. - აღნიშნა გიორგი სურმანიძემ ლაბორატორიის თანამშრომლებთან შეხვედრისას.

ლაბორატორიამ განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი და არნახულ წარმატებებს მიაღწია როგორც ქვეყნის ასევე საერთაშორისო მასშტაბით, განახლებული იქნა მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეძენილი იქნა უახლლესი ტიპის ლაბორატორიული საკვლევი აპარატურა და დანადგარ-მოწყობილობები. სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიარა ISO 7025-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და დღეისათვის საქართველოში ლაბორატორიული გამოკვლევების ყველაზე ფართო სფეროთია წარმოდგენილი. ასევე სსიპ ლაბორატორიული კვლევით ცენტრს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სერთიფიკატი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55