აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ხულოში საავტომობილო გზები დაიმეწყრა

02 ოქტომბერი, 2020

გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის საავტომობილო გზაზე განვითარდა მეწყრული პროცესები. 
სტიქიის შედეგად სოფელ ჯოჭოში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და საავტომობილო გზაზე მიმავალი ავტომობილი მოიყოლა.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელლდება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა ორივე მუნიციპალიტეტში გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ათი მიმართულებიდან ოთხი მიმართულება გაწმენდილია. 
ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ერგე-ქვედა ჯოჭოს, სამების, ახალშენისა და კაპრეშუმი-ორთაბათუმის საავტომობილო გზებზე. 
ხულოს მუნიციპალიტეტში ხუთი მიმართულებიდან ორი მიმართულება გაიწმინდა. 
დარჩენილია ვაშლოვანი-შურმულის, საციხური-პანტნარის, ხულო-უჩხოს და ხიხაძირი-ბაკოს საავტომობილო გზები. 
აღნიშნულ გზებზე საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები