აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქედაში 1.16 კოლომეტრიანი სარწყავი არხის რეაბილიტაცია დასრულდა

08 ოქტომბერი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის პროგრამის ,,სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია’’- ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგლიძეებში 1.16 კოლომეტრიანი სარწყავი არხის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებულ სამელიორაციო არხში წყალი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ გაუშვა.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული დამშრობი, სარწყავი და შიდაქსელური არხების რეაბილიტაციას.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად, 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი, რომელიც მოემსახურება 15 ოჯახს. პროექტის ღირებულება 76 130 ლარს შეადგენს.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას, მინისტრის მოადგილეები, ქედის მუნიციპალიტეტის მერი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55