აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

12 ოქტომბერი, 2020

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი შუახევის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურ პროექტებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის 1 კმ. 800 მ. სიგრძეზე დაგეგმილია ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.
ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
რეაბილიტირებული გზით ჭვანისა და წყალსაყრის თემში მცხოვრები 350 ოჯახი ისარგებლებს.
აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაცაა, რომელიც გურიის რეგიონს, ბახმაროსა და გომის მთას უკავშირდება.
სახელშეკრულებო ვადების მიხედვით ახალი გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები