მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქედის მუნიციპალიტეტში
17 ოქტომბერი, 2020
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
მიმდინარეობს გეგელიძეების საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რაც მოიცავს სახურავის შეცვლას, ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობას და სველი წერტილების მოწყობას შენობაში. მომდევნო წელს განხორციელდება მეორე ეტაპი, რითაც დასრულდება რეაბილიტაციის პროცესი.ასევე, მიმდინარეობს დანდალოს N1 და უჩხითის სკოლების სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გრძელდება დაბა ქედის საჯარო სკოლის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომლის დასრულება 2021 წელს არის დაგეგმილი. შენობა გათვალისწინებულია რამდენიმე სპორტის სახეობაზე, ასევე, განთავსდება მაყურებლის ტრიბუნა.
იხილეთ გალერეა