აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარული სამზარეულოს ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

18 ოქტომბერი, 2020

აჭარული სამზარეულოს ვიდეოგაკვეთილებისა და საპრომოციო კლიპის გადაღებები  დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის "გემრიელი აჭარა" ფარგლებში ცნობილმა შეფმზარეულებმა ადგილობრივ მზარეულებთან ერთად 10-მდე ტრადიციული აჭარული კერძი მოამზადეს და მათი თანამედროვე ვარიანტები მასტერკლასის სტუმრებს შესთავაზეს. შეხვედრაზე, რომელსაც მზარეულები, კვების ობიექტების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ,  ტრადიციული კერძების სერვირებაზე, შეფუთვსა და მომხმარებელთან მიტანის სტანდარტებზეც ისაუბრეს.

 

ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძებისა და დესერტების გადაღებები აჭარის მუნიციპალიტეტი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის მიზანი აჭარული კერძების პოპულარიზაცია და რეგიონში კულინარიის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოგაკვეთილები ფოტორეცეპტებთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების ონლაინპლატფორმაზე შემოდგომის ბოლოს განთავსდება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები