აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

რთველი ქედის მუნიციპალიტეტში

20 ოქტომბერი, 2020

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი ოქტომბერიში ნიაზ შერვაშიძის ვენახში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ ყურძნის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა. მევენახე ფერმერს ჩხავერისა და ცოლიკაურის ჯიშები 2000 კვ.მ. ფართობზე აქვს გაშენებული. ყოველწლიურად ტონობით ყურძენს მოიწევს და ტრადიციულად საოჯახო ღვინოს რეგიონის მასშტაბით უწევს რეალიზაციას.

ყურძნის კრეფის შემდეგ მინისტრი ქედის ღვინის საწარმოში, კახური ტრადიციული მეღვინეობა KTW- ში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო. საწარმოში ყურძნის მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ კილო ცოლიკაური 2 ლარად, ხოლო ჩხავერი 4 ლარად ჩააბარონ.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ საწარმოში სტუმრობისას აღნიშნა, კახური ტრადიციული მეღვინეობა KTW საკუთარი მიზანდასახულობითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით, მოკლე დროში მიაღწია წარმატებას, აწარმოებს ღვინოს, ახორციელებს ექსპორტს, გეგმავს წარმოების გაზრდას და მეღვინეობის დარგის მნიშვნელოვან მიმართულებას – ღვინის ტურიზმის ხელშეწყობას ავითარებს. ქედაში რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55