აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა შუახევში სანერგეები, საჩითილე მეურნეობა, ვეტერინარული კლინიკა და აგრო მაღაზია დაათვალიერა

29 ოქტომბერი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგეები, საჩითილე მეურნეობა, ვეტერინარული კლინიკა და აგრო მაღაზია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ მონახულა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭვანაში ვაზის 1200 ნერგი დაირგო. ასევე სოფელ ქიძინიძეები 6000 კვ.მ-ზე გაშენდა 500 ძირამდე ხეხილის სანერგე მეურნეობა. სანერგე და საჩითილე მეურნეობები ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, სერთიფიცირებული, უვირუსო, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად უხვი მოსავალის ხეხილოვანი ნერგებისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებისთვის. ემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები. ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შუახევში მოქმედებს ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართი 70 კვ.მ-ია. კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი.

ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. ვეტერინარიის ხელშეწყობით გაუმჯობესდა მეცხოველეობის განვითარება. რაც შეეხება აგრო მაღაზიას, სოფლის მეუნეობის კუთხით დაინტერესებულ ადგილობრივ მწარმოებლებს და სადისტიბუციო კომპანიებს საშუალება აქვთ მოახდინონ თავიანთი პროდუქციის რეალიზება. აგრო მარაზიაში ფერმერებს საშუალება აქვთ ერთ სივრცეში შეიძინონ მათთვის სასურველი ხარისხიანი საქონელი და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაციები, რაც ფერმერებს დაეხმარებათ თავიანთი მეურნეობების უკეთ მართვაში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442627282930311
452345678
469101112131415
4716171819202122
4823242526272829
4930123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55