შეხვედრა ღვაწლმოსილ ხელოვანებთან
28 ოქტომბერი, 2020
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკების დაჯილდოებასთან დაკავშირებით, პოეტ იაშა თანდილავას, პოეტ ცისანა ანთაძეს, მხატვარ ბესო ბესელიას, მხატვარ ნინო ნიჟარაძეს, თეატრის მხატვარ იური ხაბაზს, კომპოზიტორ მანანა გაბაიძეს შეხვდა. მინისტრმა მათ აჭარის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრა დაგეგმილი იყო გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით ღონისძიება ვერ გაიმართება.
2020 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - ,,კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში ერთჯერადი ფულადი ჯილდოთი აჭარის 76 ღვაწლმოსილი შემოქმედი სხვადასხვა სფეროდან დაჯილდოვდა.
ხელოვანებმა თავის მხრივ აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერის ფაქტი გლობალური პანდემიის პირობებში და მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა ისინი აგრძელებენ შემოქმედებით საქმიანობას.
იხილეთ გალერეა