აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ფოლკლორის მხარდაჭერა გრძელდება

29 ოქტომბერი, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში, მიმდინარეობს სასცენო სამოსის შესყიდვა კულტურის ცენტრებთან არსებული ანსამბლებისთვის.
პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება,
სულ 2014-2020 წლებში, შეძენილია 3 420 ცალი სამოსი, 147 ანსამბლისთვის და დახარჯულია 808 655 ლარი.
წელსაც, 2020 წლის ბოლოდე სამოსები სულ 108 ხელოვანს გადაეცემათ:
  • ქობულეთის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ქობულეთს”;
  • ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ანსამბლ ,,კოლხეთს”;
  • ქედის კულტურის ცენტრის სიმღერის ანსამბლ ,,ელესას”;
  • შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,ზე-კართან”;
  • ხულოს კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,არგინეთი”;
  • ხულოს კულტურის ცენტრის ღორჯომის კულტურის სახლთან არსებულ უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442627282930311
452345678
469101112131415
4716171819202122
4823242526272829
4930123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები