აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშოწყობა“ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

29 ოქტომბერი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშოწყობა“ საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გონიოს ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საზოგადაოების სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

პროგრამის მიზანია, სოფლად მცხოვრებ ფერმერთა, მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირების ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, მოსახლეობის ცხოვრების დონისა გაუმჯობესება და სოციალურად მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა.

პროგრამა ითვალისწინებს, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზირებას, ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. აგროსერვის ცენტრი ბენეფიციარებს, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70%-ს უფინანსებს.

პრეზენტაციის მსვლელობისას საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ბენეფიციარები დაჯილდოვდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442627282930311
452345678
469101112131415
4716171819202122
4823242526272829
4930123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55