აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი - „იდეებიდან წარმატებამდე“

03 ნოემბერი, 2020

პროექტის აღწერა:

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანთა და ეკონომიკის სამინისტროსთან პარტნიორობით, ახორციელებს მიკო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს „იდეებიდან წარმატებამდე“, რომლის მიზანია სოფლად მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტიმულირება და შედეგად, სოფლად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის (BBI) თანამშრომლობით, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი შემდეგი პირობებით:

  • სამიზნე არეალი: ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი.
  • შერჩეული სექტორები: ტურისტული  მომსახურების ბიზნესი;  მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო სერვისის ბიზნესების აღჭურვა; მცირე წარმოება და ხელნაკეთი ნივთების წარმოება.
  • გრანტების მოცულობა და ბენეფიციარის თანამონაწილეობა: თანადაფინანსება ერთ ბენეფიციარზე - არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 25000 ლარი.

 

ბენეფიციართა რაოდენობა: პროექტით სულ 33-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, მუნიციპალიტეტების მიხედვით:

  •      შუახევი: 9
  •      ხელვაჩაური: 12
  •      ქობულეთი: 12


პროექტის ბიუჯეტი:  500 000 ₾

პროექტის განხორციელების პერიოდი:  2020 წ.

პარტნიორ ორგანიზაციის ვებ-გვერდი:  https://www.undp.org/


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები