აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „ თოფუზი“

09 ნოემბერი, 2020

ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „ თოფუზი“ წელს განსხვავებულ ონლაინ ფორმატში  გაიმართა.  ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. 
ფესტივალზე შემოსული 2074 ფილმიდან, სელექცია გაიარა 118-მა ფილმმა, რომლებიც გადანაწილდა 7 საკონკურსო კატეგორიაში. ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ მთავარი, ახალგაზრდული და საბავშვო ჟიურის მიერ.  
ფილმების ჩვენებებთან ერთად, ფესტივალი დატვირთული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამით. მასტერკლასები, ვორქშოპები, ფილმების ჩვენებები და სხვა საინტერესო აქტივობები, რომელიც ფესტივალ "თოფუზის" ფარგლებში გაიმართა, საუკეთესო შესაძლებლობაა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის ახალი იდეების აღმოსაჩენად და უნარების განსავითარებლად. "თოფუზი" რეგიონში ანიმაციური ფილმების  ყველაზე მასშტაბური ფესტივალია, რომელშიც ჩართული არიან  ანიმაციურ კინოში მოღვაწე პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  მათი  გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დამწყები ხელოვანებისთვის. დღესდღეობით ანიმაციის სასწავლო სტუდიები საქართველოს 6 ქალაქში  ფუნქციონირებს და  მათ დაარსებას სწორედ ფესტივალ "თოფუზმა" დაუდო სათავე.
მნიშვნელოვანია, რომ წელს, გლობალური პანდემიის მიზეზით, განსხვავებული ფორმატით,  მაგრამ მაინც ჩატარდა ფესტივალი „თოფუზი“ და ვიმედოვნებთ,  ის ისევ აღმოაჩენს ახალ ტალანტებს. 
➡️დეტალები  იხილეთ ვებ გვერდზე:   www.adf.ge
➡️FB – www.facebook.com/festivaltofuzi

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები