საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს უნიფორმა გადაეცათ
02 ნოემბერი, 2020
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს ბრენდირებული, სპეციალიზირებული უნიფორმა გადაეცათ.
დღეიდან, რეგიონის ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის მიმართულებით დასაქმებულები მუშაობას ახალი უნიფორმით გააგრძელებენ.
აღნიშნული ბრენდირებული უნიფორმა გათვლილია როგორც წვიმიანი, ასევე თოვლიანი ამინდის დროს სამუშაოთა წარმოებისათვის.
იხილეთ გალერეა