აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ახალდაბა-წყაროთას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10 ნოემბერი, 2020

შუახევის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კიდევ ერთი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ახალდაბა-წყაროთას მიმართულებით საავტომობილო გზის 2215 მეტრ მონაკვეთზე ორფენოვანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად ხელოვნური და დამცავი ნაგებობები აშენდება.
ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული გზა უკავშირდება ჭვანისა და ბარათაულის თემს.
რეაბილიტირებული გზით 720 ოჯახი შეძლებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები