აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსების უფლება მოიპოვა 467 სტუდენტმა

17 ნოემბერი, 2020

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებსაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული პროგრამისუმაღლესი განათლებაქვეპროგრამას  „სტუდენტთა დახმარება“.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 ნოემბრის N01-11/189 და 2020 წლის 17 ნოემბრის N01-11/194 ბრძანებებით, სწავლის დაფინანსების უფლება მოიპოვა 467 სტუდენტმა, რომლებმაც დააკმაყოფილეს ქვეპროგრამის მოთხოვნები.

დაფინანსების უფლება მოიპოვეს ქვეპროგრამით დადგენილი კატეგორიების მიხედვით გამარჯვებულმა სტუდენტებმა (რომლებმაც სამინისტროს განცხადებით მიმართეს 2020 წლის 3 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით), ასევე, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსებულმა იმ სტუდენტებმა,  რომლებმაც გადალახეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ბარიერი (2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 71% საშუალო აკადემიური მოსწრება და არ ჰქონდათ დავალიანება -  F შეფასება).

სამინისტროში სულ დარეგისტრირდა 275 სტუდენტის განცხადება. საკონკურსო კომისიამ  გამოავლინა 176 გამარჯვებული სტუდენტი. მათ შორის, პირველი საფეხურის - 151 და მეორე საფეხურის 25 სტუდენტი. კერძოდ:

უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის - (ბაკალავრიატი): 250 სტუდენტიდან რამდენიმე მონაწილეობდა ორ და მეტ კატეგორიაში - კერძოდ:

  • სტუდენტი  მაღალმთიანი აჭარიდან მონაწილეობდა 138 სტუდენტი. დაფინანსდა 39 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო ქულა (სემესტრში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 83,8;
  • სტუდენტი  ობოლი (დედით ან მამით, უდედმამო) 72 სტუდენტი. დაფინანსდა 30 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო  ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 83,4;
  • სტუდენტი  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი  ან მეტი შვილი) 57 სტუდენტი. დაფინანსდა  31 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 78,0.
  • სტუდენტი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული სარეიტინგო ქულა ტოლია, ან ნაკლებია 100000-ზე)  69  სტუდენტი. დაფინანსდა 50 სტუდენტი. ბოლო დაფინანსებული სტუდენტის საკონკურსო ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 71,0;
  • სტუდენტი მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 1 სტუდენტი  და მისი საკონკურსო ქულა (სემესტრის განმავლობაში გავლილი საგნების შედეგების საშუალო არითმეტიკული) შეადგენდა 89,0;
  • რაც შეეხება კატეგორია - სტუდენტი, რომლის მშობელს მინიჭებული აქვს  მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი განცხადება არ დარეგისტრირებულა.

უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის - (მაგისტრატურა): 25 სტუდენტიდან დაფინანსდა 25  სტუდენტი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  ყველა სტუდენტს ულოცავს  სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და წინსვლას თქვენ მიერ არჩეულ პროფესიაში!

იხილეთ 2020 წლის აგვისტოში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების სახელობითი სია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: . ბათუმი, . გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 52 03 14 - მარინა პაქსაძე

ელ-ფოსტა: marinapaqsadze@gmail.com

Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442627282930311
452345678
469101112131415
4716171819202122
4823242526272829
4930123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები