სოფელ ცხემნაში ასფალტობეტონის საფარი მოეწყო
13 ნოემბერი, 2020
ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ ცხემნაში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 875 მეტრ მოანაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობები.
რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 30 ოჯახი ისარგებლებს.
იხილეთ გალერეა