აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

17 ნოემბერი, 2020

აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის 4,290 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. 
პროექტის ფარგლებში აშენდა ორი ახალი ხიდი, მოეწყო სხვადასხვა სახის ხელოვნური ნაგებობები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. 
ამასთან ასფალტის საფარი დაიგო ხალას ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრსა და საჯარო სკოლის შესასვლელთან.
აღნიშნული გზა უკავშირდება სამ ადმინისტრაციულ ერთეულს: გორგაძეები, ხალა და ჩაქვისთავი.
რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 980 ოჯახი. 
ასევე აღნიშნული გზით ადგილობროვი მაცხოვრებლები და ვიზიტორები მტირალას ეროვნულ პარკამდე შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4930123456
5078910111213
5114151617181920
5221222324252627
5328293031123
0145678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები