აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროს დაფინანსებით სეზონური სკოლა გაიხსნა

19 ნოემბერი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 19-27 ნოემბერს ჩატარდება სეზონური სკოლა სახელწოდებით „სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო და პრაქტიკული კომპონენტების განვითარება.

პროექტის მიზანია სეზონური სკოლის ორგანიზების გზით ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ განვითარებას.

სეზონური სკოლის შედეგად საქართველოს ცხრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შინაარსობრივად განავითარებს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ რამდენიმე ძირითად დარგობრივ სასწავლო კურსს, მათ შორის კურსის თემატიკის, სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდების, სასწავლო რესურსების მიმართულებით და შექმნის სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის ორგანიზების გზამკვლევს.

უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის სეზონური სკოლის მოწყობის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე წელს ასევე, ჩატარდა ერთი  სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, რომლის თემა გახლდათ ციფრული რუსთველოლოგია. ხოლო კონფერენციის ორგანიზების ფარგლებში ჩატარდა ორი კონფერენცია "ეროვნული ლიტერატურა თარგმანში" და „ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის პრობლემები“.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442627282930311
452345678
469101112131415
4716171819202122
4823242526272829
4930123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები