ქობულეთში მორიგი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
26 ნოემბერი, 2020
აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ხუცუბანი-ნაკაიძეები-ირემაძეები და ხუცუბანი-ძმათა სასაფლაო-ირემაძეების საავტომობილო გზის 1800 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
აღნიშნული გზა დაუკავშირდება ქობულეთი-ჭახათი ცხემვლანას საავტომობილო გზას და რეაბილიტირებული გზით 80 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას.
პროექტი გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება.
იხილეთ გალერეა