აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ჩხავერის რთველი ქედის მუნიციპალიტეტში

29 ნოემბერი, 2020

ქედაში ყურძნის უნიკალური ჯიშის, ჩხავერის რთველი მიმდინარეობს. წელს ქედის მუნიციპალიტეტში ჩხავერის ყურძნის 200 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაიოში ოთარ ლორთქიფანიძის ვენახში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გიორგი სურმანიძესთან ერთად ჩხავერის რთველში მიიღო მონაწილეობა.

მევენახე ფერმერს ჩხავერის ჯიში 2000 კვ.მ. ფართობზე აქვს გაშენებული. აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში - 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერით დაკავებულია 20 ჰა ფართობი. მიმდინარე წელს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,მაღალექექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში 4.5 ჰა ფართობზე 30 ბენეფიციარი გააშენებს 10 000 ძირი ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ვაზის ბაღებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები