აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქედის მუნიციპალიტეტში მშრალი ხილის და ხილის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა მიმდინარეობს

29 ნოემბერი, 2020

ქედაში, სოფელ ძენწმანში მშრალი ხილის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. საწარმოს მშენებლობას GGM-ის შვილობილი კომპანია შპს "აგროქსელი“ ახორციელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. საწარმოში, მაღალი სტანდარტის დაცვით სხვადასხვა სახის მშრალი ხილი (ჩირი, ტყლაპი, ცუკატი, თხილეული, ჩურჩხელა) მომზადდება და ტრადიციულად დამუშავებული პროდუქცია ბაზარზე თანამედროვე შეფუთვით გაიყიდება.

ნატურალური გემოვნური თვისებების და მაღალი ხარისხის შეფუთვის პროდუქცია გათვლილია, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ. საწარმოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და 2021 წლის იანვარში დასრულდება. კომპანიამ უკვე დაასრულა პროდუქციის ბრენდინგზე მუშაობა. უნიკალური ბრენდი, ინდივიდუალური ხელწერით, ეტიკეტით და დიზაინით, ბაზარზე 2021 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება.

საწარმოს მშენებლობას საფინანსო ინსტიტუტები, დონორი ორგანიზაციები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს. კერძოდ, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საწარმო 100000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში, სრული დატვირთვის პირობებში, 50-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

დღესვე თავმჯდომარემ და მინისტრმა ასევე, ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებილი საწარმო ,,დოლოგანი’’ მოინახულეს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სასურსათო სპირტის საწარმოს აშენება, ასევე მოხდება აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით. საწარმოს მშენებლობას დონორი ორგანიზაციები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს. საწარმო 50 000 ლარით დაფინანსდა. საწარმოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. საწარმოში დასაქმდება 14 ადგილობრივი მკვიდრი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55