აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს

01 დეკემბერი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - როგორც ფასების, ასევე რეალიზაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ციტრუსის სეზონი ჩავატაროთ წარმატებით. ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს ჯეროვანი მუშაობა, რომ თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ფერმერმა მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი და ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით ჩატარდეს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქობულეთის მერთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში მეციტრუსე ფერმერ ზურაბ ინაიშვილის საკარმიდამო ნაკვეთში ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. გიორგი სურმანიძემ ასევე დაათვალიერა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმო. საწარმო სეზონზე გეგმავს 100 - ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღებას და ექსპორტს უკრაინის მიმართულებით.

დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია (უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, მოლდოვა,) 4,4957 ტონა სტანდარტული მანდარინი. მიმდინარე წლის სეზონზე სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, დღეიდან შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55