ბათუმის პორტიდან გემი ''კაუნასი'' კვირაში ორჯერ გავა
04 დეკემბერი, 2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გიორგი სურმანიძესთან ერთად, ბათუმის პორტის საბორნე გადასასვლელზე იმყოფებოდა, სადაც გემი მანდარინით იტვირთება.
ბორანი, უკრაინის მიმართულებით 300 ტონა მანდარინის გადაზიდვას ახორციელებს. ბათუმის პორტიდან გემი ''კაუნასი'' კვირაში ორჯერ (პარასკევს, შაბათს) გავა.
წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათას ტონამდეა. პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.
დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია (უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, მოლდოვა,) 7000 ტონა სტანდარტული მანდარინი.
იხილეთ გალერეა