ხელვაჩაურში მორიგი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
02 დეკემბერი, 2020
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭარნალის ხიდი-ჭარნალის (ქოქოლაძეების მიმართულებით) საავტომობილო გზის 1140 მ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა სახის ხელოვნური ნაგებობები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
აღნიშნული გზა სოფელ მურმანეთს და ქვედა ჭარნალს აკავშირებს, რომლითაც 500 ოჯახი ისარგებლებს.
იხილეთ გალერეა