ხულოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
04 დეკემბერი, 2020
ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის დიდაჭარა-ნაეკლესვარის მიმართულებით 380 მეტრ მონაკვეთზე არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე არხები დახურული ცხაურით.
რეაბილიტირებული გზით ადგილობრივი მცხოვრებლები და ვიზიტორები შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
იხილეთ გალერეა