ხულოში მორიგი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
07 დეკემბერი, 2020
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხულოს მუნიციპალიტეტში ყინჩაური-ძმაგულის საავტომობილო გზის 2055 გრძ. მეტრზე დასრულდა ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად მოეწყო ხელოვნური და დამცავი ნაგებობები და მოხდა გზის საფარის ჰორიზონტალური მონივნა.