ქედაში მორიგი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
11 დეკემბერი, 2020
ქედის მუნიციპალიტეტში მორიგი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა კეთილმოეწყო.
პროექტის ფარგლებში ცხმორისი-ზედა ცხმორისის საავტომობილო გზის 2745 მეტრ მონაკვეთზე მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობა და არსებულ ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
რეაბილიტირებული გზით სოფელ ცხმორისსა და ნაომვალში მცხოვრები 200 ოჯახი შეძლებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.