აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ჯარას საფუტკრეს ეწვია და ორგანული თაფლის ამოღების პროცესს დაესწრო

09 დეკემბერი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქედაში, სოფელ ნამონასტრევში გენადი დოლიძის ჯარას საფუტკრეს ეწვია და ორგანული თაფლის ამოღების პროცესს დაესწრო. გიორგი სურმანიძე გაეცნო კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის’’ საწარმოში აგრო-ქედას წარმოებას, სადაც ხდება ორგანული ბიო სერტიფიცირებული თაფლის მიღება, დაფასოება და სარეალიზაციოდ მომზადება. კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა’’ პირველია საქართველოში, რომელმაც ჯარას თაფლი კომერციული მიზნით შეაგროვა, სტანდარტების შესაბამისად დააფასოა და თავის ადგილობრივ მაღაზიებს მიაწოდა.

მინისტრი ასევე შეხვდა ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის წევრებს და დეტალურად გაეცნო ასოციაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებს და სამომავლო გეგმებს.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ განაცახადა, - ჯარა ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ჯარას თაფლი უნიკალური და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტია. დღეს მეფუტკრეობის მსგავსი სახეობა იშვიათია და მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი. მაღალმთიანი აჭარა ამ მხრივ გამორჩეულია, ვინაიდან აქ სულ რამდენიმე ათეული მეფუტკრეა, ვინც ფუტკრის მოშინაურების რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. ✔️ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 577 59 44 55