საქმიანი შეხვედრა ციტრუსის ექსპორტიორებთან
17 დეკემბერი, 2020
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ციტრუსის ექსპორტიორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ექსპორტიორებისგან მოისმინეს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი გამოწვევები. იმსჯელეს ნარინჯისფერი რთველის წარმატებით ჩატარების მექანიზმებზე და ექსპორტის ხელშეწყობის გზებზე.
დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია (უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, მოლდოვა,) 18.856 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის კონცენტრატის ქარხანამ, უკვე მიიღო და გადაამუშავა 2.520 ტონა.
მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება.
იხილეთ გალერეა