მინისტრმა ქედაში ვეტერინანრული კლინიკის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
19 დეკემბერი, 2020
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ ქედის მუნიციპალიტეტში თანამდეროვე ტექნოლიგიით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა მოინახულა და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
კლინიკა ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე, საჩითილე მეურნეობების და ვეტერინარული კლინიკის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის ფარგლებში და არასამთვრობო ორანიზაცია (CENN) თანადაფინანსებით განხორციელდა.
ვეტერინარულ კლინიკაში, რომლის საერთო ფართი 90 კვ.მ.-ია, განთავსებული იქნება აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი.
მისი გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების - მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში მოხდება, რომლის ბიუჯეტი 75,000 ლარს შეადგენს.
იხილეთ გალერეა