გიორგი სურმანიძემ ქედაში კალმახის ლიფსიტის სადემონსტრაციო მეურნეობა მოინახულა
23 დეკემბერი, 2020
გიორგი სურმანიძე - თევზმოშენებას ქედის მუნიციპალიტეტში დიდი პერსპექტივა აქვს. დარგის განვითარებისთვის უპირველესად აუცილებელია სიღრმისეული კვლევა და ანალიზზე დაფუძნებული ნაბიჯები. ქედას აქვს ნამდვილად დიდი პოტენციალი გახდეს მეთევზეობის განვითარების კუთხით საგანმანათლებლო ცნეტრი რეგიონში.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი წონიარისში კალმახის ლიფსიტის სადემონსტრაციო მეურნეობაში იმყოფებოდა. კალმახის საინკუბაციო საწარმოს გამოყავს კალმახის ლიფსიტა და ახდენს საკალმახე მეურნეობების დათევზიანებას. მეურნეობის ძირიდადი მიზანია გაუმჯობესებული გენეტიკის ლიფსიტის მიწოდება ფერმერზე. ასევე მათ შეუძლიან წლის ნებისმიერ დროს შეისყიდონ ლიფსიტი და გახდენ სტაბილური მწარმოებლები.
არასმთვრობო ორგანიზაცია ,,ფორეჯი” ახორციელებს სოციალურ პროექტს და მეკალმახე ფერმერებს ეხმარება ადგილობრივ ბაზარზე კავშირის შესანარჩუნებლად, რომელის შეწყვეტა გამოიწვია კოვიდ პანდემიის პროცესებმა.
პროექტის ფარგლებში ასოციაცია უზრუნველყოფს, ფერმერების მიერ წარმოებული კალმახის ადგილზე მიტანის სერვისს აჭარის რეგიონში.
იხილეთ გალერეა