გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები
22 იანვარი, 2021
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს.
ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დილიდან სამუშაო პროცესში ჩართულია დეპარტამენტის ბალანსზე არსებული 70 ერთეული სპეცტექნიკა.
ასევე ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება მოცურების საწინააღმდეგო სამუშაოები.
იხილეთ გალერეა