მერისი-გუნდაური-ჭალათის გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა
01 თებერვალი, 2021
ქედის მუნიციპალიტეტში, მერისი-გუნდაური-ჭალათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარდა მეწყრული პროცესები.
გეოლოგიური სამსახურის მიერ განხორციელდა ადგილმდებარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის შემდეგ დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მეწყრული პროცესის მასშტაბიდან გამომდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაახლოებით სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სამუშაოების დასრულებამდე ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შემოვლითი გუნდაური-სიხალიძეების საავტომობილო გზით.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე მოადგილეებთან, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან როლანდ ბერიძესთან და სპეციალისტებთან ერთად არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა