მერისი-გუნდაური-ჭალათის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
03 თებერვალი, 2021
ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-გუნდაური-ჭალათის საავტომობილო გზაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მეწყრული პროცესის სიდიდიდან გამომდინარე გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.
სამუშაოების დასრულებამდე ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემოვლითი გუნდაური-სიხალიძეების, სიხალიძეები-გარეტყე და გუნდაური-გარეკუნის საავტომობილო გზებით.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე არჩილ ბერიძე სპეციალისტებთან ერთად მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა