სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
04 თებერვალი, 2021
ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-გუნდაური-ჭალათის საავტომობილო გზაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
მეწყრული პროცესის სიდიდიდან გამომდინარე გაწმენდითი სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულებამდე ადგილობრივები შემოვლითი (გუნდაური-სიხალიძეები, სიხალიძეები-გარეტყე და გუნდაური-გარეკუნი) საავტომობილო გზებით სარგებლობენ.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე მოადგილეებთან: არჩილ ბერიძესთან, მამუკა თურმანიძესთან და სპეციალისტებთან ერთად მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა