სასკოლო კლუბების ინიციატივების კონკურსი გამოცხადდა
16 თებერვალი, 2021
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო "სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების" ფარგლებში დააფინანსებს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს. შესაძლებელია დაფინანსდეს რამოდენიმე კლუბის ერთობლივი ინიციატივაც. კერძო სკოლების ინიციატივები დაფინანსდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენენ ერთობლივ პროექტს საჯარო სკოლასთან ერთად.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2000 ლარს. აპლიკაციების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც:
- დამაჯერებლად დაასაბუთებენ პროექტის ეფექტურობას;
- აპლიკანტებს ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან;
- აპლიკანტებს, რომლებსაც სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში 2018, 2019 და 2020 წლებში არ მიუღიათ დაფინანსება.
საჯარო სკოლებს სასკოლო კლუბების ინიციატივების წარმოდგენა შეუძლიათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში 2021 წლის 15 თებერვლიდან 22 მარტის ჩათვლით.
დებულება, სააპლიკაციო ფორმა
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.
ტელ: 577 30 41 51 - მაკა ჯაიანი
იხილეთ გალერეა